Skip to main content

Posts

თანხის დარიცხვა Yandex-ზე

მოკლედ მე ისევ აქ ვარ, როგორც გახსოვთ რამდენიმე დღის წინ გამოვითხოვე თანხა Letyshops-იდან და ველოდებოდი დარიცხვას, დაახლოებით ოცდაოთხ საათში თანხა აისახა ჩემს იანდექს მანის ანგარიშზე, რის დამადასტურებელ სკრინსაც დავდებ აქვე. ასე რომ, თუ ვინმე აქამდე ჯერ კიდევ სკეპტიკურად უყურებდა ამ ყველაფერს, გადახედეთ ჩემს პოსტებს და რა ვიცი, იმედია შეიცვლით წარმოდგენას ამ ყველაფერთან დაკავშირებით. რაც შეეხება EPN-ს, აქაც ველოდები გამოსატანი მინიმუმის დაგროვებას და როგორც კი გამოჩნდება შესაძლებლობა, აქაც დავდებ იგივეაირად სქრინებს და დადასტურებას.
Recent posts

თანხის გატანა letyshops-იდან

გამარჯობა. დიდი ხნის დაგვიანების შემდეგ დავბრუნდი და საინტერესო ინფორმაციაც მოვიტანე. გადავწყვიტო გამოვიტანო თანხა letyshops-იდან, გაკეთებული მაქვს განაცხადი 500 რუბლეზე Yandex money-ზე და ველოდები დასტურს, როგორც კი დასტური იქნება და თანხა დამერიცხება, სკრინებით დავდებ აქვე და ასევე დავდებ ინსტრუქციას, როგორ ხდება თახნის გატანა. Yandex money-ს გარდა გატანა შეიძლება ასევე QIWI-ზე და Paypal-ზე. QIWI-ზე აქაუნთის პრობლემა მაქვს, როგორც კი მოვაგვარებ და დამიგროვდება გამოსატანი თანხა, ამაზეც ვისაუბრებ. Paypal-ზე დიდი საკომისიოს გამო ჯერ-ჯერობით არ გადავწყვიტე გამოტანა. მოკლედ, დაველოდოთ დასტურს და აგერ ჩემი სკრინი მოთხოვნაზე.

Epn Cashback სტატისტიკა

მოგესალმებით. ვიცი რომ რეალური ფაქტების გარეშე ნდობა რთულია ნებისმიერ საკითხზე, მითუმეტეს ონლაინ რესურსებზე, სადაც თითქმის ყოველი მეორე ცდილობს რაღაც მოგვატყუოს, ფული გადაგვახდევინოს და შემდეგ გაქრეს. მართალია ქეშბექის შემთხვევაში ჩვენ რეალურად არაფერს ვკარგადვთ გარდა იმისა რომ, ველოდებით გადახდილი თანხის ნაწილის უკან დაბრუნებას და აღმოჩნდება, თურმე მოგვატყუეს. შესაბამისად იმათთვის, ვინც ცოტათი ან თითქმის არ ენდობა ონლაინ რესურსებს, მითუმეტეს ისეთებს ვინც ფულის გადახდას გვპირდება, ეტაპობრივად დავდებ სქრინებს ჩემი სტატისტიკიდან, სადაც ჩანს ჩემი შენაძენი და ქეშბექი, რომლის დარიცხვასაც ველოდები შესაბამისად მას შემდეგ, რაც ნივთის მიღებას დავადასტურებ და არანაირი პრეტენზია არ მექნება გამყიდველთან. როგორც უკვე იცით, თუ შეძენილი ნივთი არ ჩამომივიდა ან დაზიანებული იქნება და მოვითხოვ ორდერის გაუქმებას, თანხის დაბრუნებას ან რაიმე მსგავს ოპერაციას, ქეშბექი გაუქმდება. ასე რომ, ველოდები შენაძენს და ქეშბექის დადასტურებას. ესეც სქრინი აქვე იმასაც გეტყვით რომ, ePN Cashback -იდან გამოტანა შესაძლებ

განახლება

მოგესალმებით ყველას. ქეშბექ საიტები  განახლდა, დაემატა  ePN Cashback რეგისტრაციის და გამოყენების ინსტრუქცია , შეგიძლიათ გაეცნოთ. წარმატებულ ონლაინ შოპინგს გისურვებთ.

განახლება

მოგესალმებით ყველას. ქეშბექ საიტები განახლდა, დაემატა ePN Cashback რეგისტრაციის და გამოყენების ინსტრუქცია , შეგიძლიათ გაეცნოთ. წარმატებულ ონლაინ შოპინგს გისურვებთ.

განახლება

მოგესალმებით ყველას. ქეშბექ საიტები განახლდა, შეგიძლიათ გადახედოთ და ისიამოვნოთ ონლაინ შოპინგისას თანხის დაზოგვით. ასევე თუ ახალი ხართ აღნიშნულ სფეროში, შეგიძლიათ გადახედოთ ქეშბექის  აღწერის გვერდს, გაერკვეთ სიტუაციაში და შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება.