Skip to main content

ქეშბექ საიტები

რა არის ქეშბექი და როგორ შეიძლება მისი მეშვეობით თანხის დაზოგვა, ამაზე უკვე ვისაუბრეთ ქეშბექის გვერდზე, შესაბამისად თუ ჩვენს საიტზე პირველად მოხვდით და პირდაპირ ამ გვერდზე აღმოჩნდით, სასურველია გადახედოთ ქეშბექის გვერდს რომ უფრო მარტივად გაერკვეთ რა ხდება აქ. 
ამ გვერდზე შემოგთავაზებთ იმ საიტებს, რომლებიც გვთავაზობენ ქეშბექ სერვისებს, მათ მისამართებს, აღწერას, რეიტინგებს. შეძლებისდაგვარად გვერდი იქნება დინამიურად განახლებადი. 
1. ePN Cashback - საიტი, რომელიც ძირითადად ორიენტირებული იყო aliexpress-იდან ქეშბექ-სერვისზე, მაგრამ ახლა თანამშრომლობს რამდენიმე ასეულ ონლაინ მაღაზიასთან. ePN Cashback-ის ძირითად უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს ალიექსპრესზე საკმაოდ მაღალი ქეშბექის პროცენტი 4%-დან 90%-მდე (ტელეფონებზე 2%), რომელიც შეიძლება გაიზარდოს პრომოკოდების საშუალებით. აღნიშნული საიტის უპირატესობად ასევე შეიძლება ჩაითვალოს პლაგინების არსებობა ფაქტიურად ყველა პოპულარული ბრაუზერისთვის. თუმცა აქვე შეიძლება ითქვას რომ, პლაგინის დაყენება არც არის აუცილებელი, შესაძლებელია ქეშბექ-სერვისის საიტიდან პირდაპირ გადასხვა სასურველ ონლაინ მაღაზიაში დიდ წითელ ღილაკზე დაჭერით. მაგრამ მაინც - პლაგინით უფრო მოსახერხებელია. ქეშბექი ჩარიცხვის შემთხვევაში გროვდება მომხმარებლის ბალანსზე, შემდეგ კი მისი გამოტანის რამდენიმე გზა არსებობს: paypal, QIWI, Yandex Money, Visa/Mastercard და სხვა. ჩარიცხვა ხდება მოთხოვნის დღეს, დასვენების დღეების გარდა. თანის გამოტანა შესაძლებელია 0.2$-დან (Visa/Mastercard - 9$-დან).
რეგისტრაციის ლინკი - ePN Cashback
ePN Cashback რეგისტრაციის და გამოყენების ინსტრუქცია.
2. LetyShops -  ერთ-ერთი აქტიური და მუშა სერვისი, თანხის ეკონომიის და ქეშბექის საშუალებას იძლევა ათასამდე ონლაინ მაღაზიაში. გულმავიწყი შოპინგის მოყვარულებისთვის საიტმა შექმნა პლაგინები ყველა აქტუალური ბრაუზერისთვის, რომელიც მაღაზიის საიტზე შევლისას ავტომატურად ახსენებს მომხმარებელს რომ, ამ საიტიდან შესაძლებელია ქეშბექის მიღება. უნდა ითქვას რომ, საიტზე რეგისტრაციიდან ერთი თვის განმავლობაში ბონუსის სახით ქეშბექს +30% ემატება. ქეშბექის ასახვა კაბინეტში ხდება შეძენიდან მაქსიმუმ 48 საათში, ხოლო დარიცხვა შენაძენის მიღების დადასტურებიდან ფაქტიურად მომენტალურად, დაახლოებით 24 საათის განმავლობაში. გამოსატანი თანხა შეადგენს მინიმუმ 20 ლარს (500 რუბლს). გამოტანა შესაძლებელია როგორც საბანკო ბარათებზე, ასევე შემდეგ სერვისებზე.Web Money, Yandex Money, QIWI, PayPal
LetyShops-ს აქვს აფილეიტის პროგრამა, რომლის მოქმედების პრინციპია: მოიწვიე, დარეგისტრირდა, შეიძინა, მიიღო ქეშბექი და შესაბამისად აქედან შენც მიიღე 15% პროცენტი, რა თქმა უნდა ყველა შენაძენიდან და არა ერთჯერადად. 

Comments

Popular posts from this blog

თანხის დარიცხვა Yandex-ზე

მოკლედ მე ისევ აქ ვარ, როგორც გახსოვთ რამდენიმე დღის წინ გამოვითხოვე თანხა Letyshops-იდან და ველოდებოდი დარიცხვას, დაახლოებით ოცდაოთხ საათში თანხა აისახა ჩემს იანდექს მანის ანგარიშზე, რის დამადასტურებელ სკრინსაც დავდებ აქვე. ასე რომ, თუ ვინმე აქამდე ჯერ კიდევ სკეპტიკურად უყურებდა ამ ყველაფერს, გადახედეთ ჩემს პოსტებს და რა ვიცი, იმედია შეიცვლით წარმოდგენას ამ ყველაფერთან დაკავშირებით. რაც შეეხება EPN-ს, აქაც ველოდები გამოსატანი მინიმუმის დაგროვებას და როგორც კი გამოჩნდება შესაძლებლობა, აქაც დავდებ იგივეაირად სქრინებს და დადასტურებას.

Epn Cashback სტატისტიკა

მოგესალმებით. ვიცი რომ რეალური ფაქტების გარეშე ნდობა რთულია ნებისმიერ საკითხზე, მითუმეტეს ონლაინ რესურსებზე, სადაც თითქმის ყოველი მეორე ცდილობს რაღაც მოგვატყუოს, ფული გადაგვახდევინოს და შემდეგ გაქრეს. მართალია ქეშბექის შემთხვევაში ჩვენ რეალურად არაფერს ვკარგადვთ გარდა იმისა რომ, ველოდებით გადახდილი თანხის ნაწილის უკან დაბრუნებას და აღმოჩნდება, თურმე მოგვატყუეს. შესაბამისად იმათთვის, ვინც ცოტათი ან თითქმის არ ენდობა ონლაინ რესურსებს, მითუმეტეს ისეთებს ვინც ფულის გადახდას გვპირდება, ეტაპობრივად დავდებ სქრინებს ჩემი სტატისტიკიდან, სადაც ჩანს ჩემი შენაძენი და ქეშბექი, რომლის დარიცხვასაც ველოდები შესაბამისად მას შემდეგ, რაც ნივთის მიღებას დავადასტურებ და არანაირი პრეტენზია არ მექნება გამყიდველთან. როგორც უკვე იცით, თუ შეძენილი ნივთი არ ჩამომივიდა ან დაზიანებული იქნება და მოვითხოვ ორდერის გაუქმებას, თანხის დაბრუნებას ან რაიმე მსგავს ოპერაციას, ქეშბექი გაუქმდება. ასე რომ, ველოდები შენაძენს და ქეშბექის დადასტურებას. ესეც სქრინი აქვე იმასაც გეტყვით რომ, ePN Cashback -იდან გამოტანა შესაძლებ

განახლება

მოგესალმებით ყველას. ქეშბექ საიტები  განახლდა, დაემატა  ePN Cashback რეგისტრაციის და გამოყენების ინსტრუქცია , შეგიძლიათ გაეცნოთ. წარმატებულ ონლაინ შოპინგს გისურვებთ.